მენჯ-ბარძაყის სახსრის ჩანაცვლება წინა მიდგომით
უახლოესი თავისუფალი დრო
სხვა დრომიხეილ მიქელაძე, ორთოპედ-ტრავმატოლოგი. ქირურგიული ჩარევები: ფოკუსი მენჯ-ბარძაყის სახსარზე. სხვა სახსრებზე: კონსულტაცია, დიაგნოსტიკა და კონსერვატიული მკურნალობა.
სიგრძე ინდივიდუალურია და სხეულის აგებულებაზე და სახსრის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. მოკლე განაკვეთი თავისთავად მიზანი არ არის: ხედვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოკლე ჭრილი, რადგან იმპლანტი სწორად უნდა დაიდგას.
- ხრტილი გაცვეთილია, სასახსრე ნაპრალი ვიწროვდება
- დაზიანებული ბარძაყის თავი ამოიღება
- ტაბუხის ფოსოში ჯამი ჩაისმება
- ჯამში ჩანართი ჩაისმება
- ბარძაყის ძვალში ღერო ჩაისმება
- ღეროზე თავი ჩამოიცმება
- თავი ჩანართში ჯდება და ბრუნავს
ენდოპროთეზირება ეტაპობრივად: ჯამი, ჩანართი, ღერო და თავი
ოპერაცია საშუალოდ საათნახევარი გრძელდება. წინა მიდგომისას კუნთები არ იჭრება, განზე იწევა. ბიკინის განაკვეთი 5-6 სმ-ია.
საქართველოში ყველაზე გავრცელებული ლატერალური მიდგომაა.
წინა მიდგომა დაწვრილებითოპერაცია ყოველთვის საჭირო არ არის

ქირურგიულ ჩარევას ვუყურებ როგორც მკურნალობის უკიდურეს ფორმას. ჩემი მიზანი ოპერაციების კეთება არ არის. ჩემი მიზანი ადამიანების დახმარებაა, ხოლო ქირურგია ერთ-ერთი იარაღია.
ორთოპედია-ტრავმატოლოგიის განყოფილების გამგე, BAU International Hospital, ბათუმი, 2016 წლიდან
ვარ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის დოქტორანტი.
სრული ბიოგრაფიაპაციენტების ნაწილს ოპერაცია ჯერ არ სჭირდება. კონსერვატიული მკურნალობა, ანუ წონის კონტროლი და დატვირთვის სწორი განაწილება, ფიზიოთერაპია და სავარჯიშოები, მედიკამენტოზური და ინექციური თერაპია, ამცირებს ტკივილს, ანელებს პროგრესირებას და ზოგჯერ წლებით გადადებს ოპერაციას.
ამავე დროს, ტკივილის უგულებელყოფაც არ ღირს. რაც უფრო დიდხანს ელოდებით, მით უფრო იცვლება სიარულის მანერა, ზიანდება სხვა სახსრები და უარესდება ძილი. ნუ იცდით, მაგრამ ნურც იჩქარებთ ოპერაციას. ექიმთან მისვლა ოპერაციას არ ნიშნავს.
თუ კონსულტაციიდან იმ დასკვნით წახვალთ, რომ ოპერაცია ჯერ არ გჭირდებათ, ეს ჩემთვის წარმატებული შედეგია.
მკურნალობის გზებისხვა სახსრები და ხერხემალი
კონსულტაცია და კონსერვატიული მკურნალობა
ორთოპედ-ტრავმატოლოგი ვარ, ამიტომ კონსულტაციაზე სხვა სახსრის ტკივილითაც შეგიძლიათ მოსვლა. ექიმთან მისვლა ოპერაციას არ ნიშნავს.
ოპერაციას მხოლოდ მენჯ-ბარძაყის სახსარზე ვაკეთებ. თუ სხვა სახსარს ქირურგიული ჩარევა სჭირდება, იმ მიმართულების სპეციალისტთან გაგამისამართებთ.
სტატიები ამ თემაზეინექცია და პუნქცია ექოსკოპიის კონტროლით
ინექციას ნებისმიერ სახსარსა და რბილ ქსოვილში თვითონ ვაკეთებ. ეკრანზე ჩანს ნემსი, სახსარი, მყესი და სითხე, ამიტომ პრეპარატს იმ ადგილას შევიყვან, სადაც საჭიროა.
აირჩიეთ პროცედურა
ჰიალურონის მჟავა. ინექცია სახსრის სითხის სისრიალეს და დარტყმის შთანთქმის უნარს დროებით აუმჯობესებს. ხრტილს არ ზრდის.
PRP. თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა, რომელიც პაციენტის საკუთარი სისხლიდან მზადდება. ხრტილს არ აღადგენს.
სტეროიდი („ბლოკადა“). ანთებას და ტკივილს სწრაფად ამცირებს, მაგრამ დაზიანებულ ქსოვილს არ აღადგენს. კეთდება იშვიათად და ჩვენებით.
პუნქცია. როცა სახსარში ან მის გარშემო ჭარბი სითხე გროვდება (ექსუდაციური სინოვიტი, ბურსიტი), მისი ამოღება ტკივილს ამცირებს და მიზეზის დადგენაშიც გვეხმარება.
სად გტკივათ?
შეეხეთ ფიგურაზე იმ ადგილს, სადაც ყველაზე მეტად გტკივათ.
ეს დიაგნოზი არ არის. ტკივილის ადგილი მხოლოდ მიმართულებას იძლევა, დიაგნოზს კი გასინჯვა და, საჭიროების შემთხვევაში, გამოკვლევა ადგენს.
საზარდული და მენჯ-ბარძაყი
საზარდულის ტკივილი მენჯ-ბარძაყის სახსრის პრობლემის, მაგალითად ართროზის, ყველაზე ტიპური ნიშანია, თუმცა სხვა მიზეზიც შეიძლება ჰქონდეს. ამ სახსრის ტკივილი ხშირად ბარძაყის წინა ზედაპირზე ჩამოდის და ზოგჯერ მუხლამდე აღწევს.
გაგსინჯავთ და რენტგენს ერთად ვნახავთ. პაციენტების ნაწილს ოპერაცია ჯერ არ სჭირდება: მათთვის პირველი ნაბიჯი კონსერვატიული მკურნალობაა, საჭიროებისას ინექციით ექოსკოპიის კონტროლით. მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირება განიხილება მაშინ, როცა კონსერვატიული მკურნალობა ამოწურულია და ტკივილი ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად აქვეითებს.
ეს დიაგნოზი არ არის. ტკივილის ადგილი მხოლოდ მიმართულებას იძლევა, დიაგნოზს კი გასინჯვა და, საჭიროების შემთხვევაში, გამოკვლევა ადგენს.
ჩაწერა კონსულტაციაზებარძაყის გარეთა მხარე
ამობურცული ძვალი, რომელსაც აქ ხელით გრძნობთ, ბარძაყის ძვლის ნაწილია და არა მენჯ-ბარძაყის სახსარი. ამ მიდამოს ტკივილი ყველაზე ხშირად დუნდულოს მყესების ან ბურსის (სითხით სავსე პატარა ბალიშის) გაღიზიანებას უკავშირდება და ზოგჯერ მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზს ახლავს.
გაგსინჯავთ და მენჯის რენტგენით მენჯ-ბარძაყის სახსარსაც შევამოწმებ; მყესის მდგომარეობას საჭიროებისას ექოსკოპია აჩვენებს. მკურნალობა ჩვეულებრივ ოპერაციის გარეშეა: დატვირთვის შეცვლა და ვარჯიში, ზოგჯერ ინექცია ექოსკოპიის კონტროლით.
ეს დიაგნოზი არ არის. ტკივილის ადგილი მხოლოდ მიმართულებას იძლევა, დიაგნოზს კი გასინჯვა და, საჭიროების შემთხვევაში, გამოკვლევა ადგენს.
ჩაწერა კონსულტაციაზემუხლი
ცხელი, გაწითლებული და გასიებული მუხლი ცხელებასთან ერთად გადაუდებელი მდგომარეობაა.
ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ზე ან მიმართეთ გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.დარეკვა 112-ზე
ყველაზე ხშირი მიზეზებია ართროზი, მენისკის ასაკობრივი დაზიანება და მუხლის ჯამის გადატვირთვა. მუხლის ტკივილის წყარო ზოგჯერ მენჯ-ბარძაყის სახსარია.
გაგსინჯავთ და მენჯ-ბარძაყის სახსარსაც შევამოწმებ. საჭიროების შემთხვევაში გამოკვლევას დაგინიშნავთ და კონსერვატიული მკურნალობის გეგმას შევადგენთ: კუნთების გაძლიერება, წონის კონტროლი, ზოგჯერ ინექცია ექოსკოპიის კონტროლით. თუ მუხლს ქირურგიული ჩარევა სჭირდება, მუხლის ქირურგთან გაგამისამართებთ.
ეს დიაგნოზი არ არის. ტკივილის ადგილი მხოლოდ მიმართულებას იძლევა, დიაგნოზს კი გასინჯვა და, საჭიროების შემთხვევაში, გამოკვლევა ადგენს.
ჩაწერა კონსულტაციაზეწელი
შარდვის დარღვევა, შორისის დაბუჟება და მზარდი სისუსტე გადაუდებელი ნიშნებია: ეს დაყოვნებას არ ითმენს.
ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ზე ან მიმართეთ გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.დარეკვა 112-ზე
წელის ტკივილი ყველაზე ხშირად მექანიკურია: კუნთის, იოგის, მალთაშუა დისკის ან ხერხემლის მცირე სახსრების გადატვირთვა. თუ ტკივილი ფეხში, მუხლს ქვემოთ ჩადის და თან დაბუჟება ახლავს, ეს შეიძლება ნერვის გაღიზიანება იყოს (ხალხში „რადიკულიტი“). ზოგჯერ კი ტკივილის წყარო მენჯ-ბარძაყის სახსარია.
გაგსინჯავთ და საჭიროების შემთხვევაში გამოკვლევას დაგინიშნავთ. მკურნალობის საფუძველი ზომიერი მოძრაობა, სავარჯიშოები და ფიზიოთერაპიაა. თუ ოპერაცია გახდა საჭირო, ხერხემლის ქირურგთან ან ნეიროქირურგთან გაგამისამართებთ.
ეს დიაგნოზი არ არის. ტკივილის ადგილი მხოლოდ მიმართულებას იძლევა, დიაგნოზს კი გასინჯვა და, საჭიროების შემთხვევაში, გამოკვლევა ადგენს.
ჩაწერა კონსულტაციაზეკისერი
კისრის ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზი კუნთების ხანგრძლივი დაძაბულობაა: ეკრანთან მუშაობა, ტელეფონში ჩახედვა, არასწორი ბალიში, სტრესი. თუ ტკივილი მკლავში ჩადის და თითები ბუჟდება, ეს შეიძლება კისრის ნერვის ფესვის გაღიზიანება იყოს.
გაგსინჯავთ და საჭიროების შემთხვევაში გამოკვლევას დაგინიშნავთ. მკურნალობის საფუძველი მოძრაობა, სავარჯიშოები და სამუშაო ადგილის მოწყობაა. თუ ოპერაცია გახდა საჭირო, ხერხემლის ქირურგთან ან ნეიროქირურგთან გაგამისამართებთ.
ეს დიაგნოზი არ არის. ტკივილის ადგილი მხოლოდ მიმართულებას იძლევა, დიაგნოზს კი გასინჯვა და, საჭიროების შემთხვევაში, გამოკვლევა ადგენს.
ჩაწერა კონსულტაციაზემხარი
მარცხენა მხრის ტკივილი გულმკერდის ტკივილთან ან ქოშინთან ერთად გადაუდებელი ნიშანია.
ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ზე ან მიმართეთ გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.დარეკვა 112-ზე
მხრის ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზი მხრის მყესების, ანუ როტატორული მანჟეტის, გადატვირთვა ან ანთებაა. სხვა ხშირი მიზეზებია „გაყინული მხარი“, ართროზი და კისრიდან გადაცემული ტკივილი.
გაგსინჯავთ, საჭიროების შემთხვევაში გამოკვლევას დაგინიშნავთ და კონსერვატიული მკურნალობის გეგმას შევადგენთ: ვარჯიში, დატვირთვის შეცვლა, ზოგჯერ ინექცია ექოსკოპიის კონტროლით. თუ მხარს ქირურგიული ჩარევა სჭირდება, მხრის ქირურგთან გაგამისამართებთ.
ეს დიაგნოზი არ არის. ტკივილის ადგილი მხოლოდ მიმართულებას იძლევა, დიაგნოზს კი გასინჯვა და, საჭიროების შემთხვევაში, გამოკვლევა ადგენს.
ჩაწერა კონსულტაციაზეიდაყვი
ეს შეიძლება ეპიკონდილიტი იყოს, მყესის გადატვირთვა: გარეთა მხარეს ტენისისტის იდაყვი, შიგნითა მხარეს გოლფისტისა. ტენისს ის იშვიათად უკავშირდება და ჩვეულებრივ ხელით ერთფეროვანი სამუშაოს შედეგია. იდაყვის ყველა ტკივილი ეპიკონდილიტი არ არის. ტკივილი შეიძლება კისრიდან გადმოეცეს, განსაკუთრებით თუ თითების დაბუჟებაც გაქვთ, ან სახსრის პრობლემიდან მოდიოდეს.
გაგსინჯავთ, საჭიროებისას ექოსკოპიითაც. მკურნალობის საფუძველი თანდათანობითი ვარჯიში და დატვირთვის შეცვლაა. ხანგრძლივი ტკივილისას განიხილება PRP-ის ინექცია, რომელსაც თვითონ ვაკეთებ, ან დარტყმით-ტალღური თერაპია ბაუ-ს რეაბილიტაციის ცენტრში. თუ ოპერაცია გახდა საჭირო, შესაბამის ქირურგთან გაგამისამართებთ.
ეს დიაგნოზი არ არის. ტკივილის ადგილი მხოლოდ მიმართულებას იძლევა, დიაგნოზს კი გასინჯვა და, საჭიროების შემთხვევაში, გამოკვლევა ადგენს.
ჩაწერა კონსულტაციაზეხელი და მაჯა
ცხელი, გაწითლებული და გასიებული თითი ან ხელი ცხელებასთან ერთად გადაუდებელი მდგომარეობაა.
ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ზე ან მიმართეთ გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.დარეკვა 112-ზე
ყველაზე ხშირი მიზეზებია დაცემა, მყესის ანთება, კარპალური არხის სინდრომი და ართროზი. თითების ღამის დაბუჟება ყველაზე ხშირად კარპალური არხის სინდრომის ნიშანია. გაშლილ ხელზე დაცემის შემდეგ მაჯის ტკივილი რენტგენს მოითხოვს, მაშინაც კი, როცა მაჯა მოძრაობს.
გაგსინჯავთ, საჭიროების შემთხვევაში რენტგენს დაგინიშნავთ და კონსერვატიული მკურნალობის გეგმას შევადგენთ: ფიქსაცია, დატვირთვის შეცვლა, ვარჯიში და ზოგჯერ ინექცია ექოსკოპიის კონტროლით. თუ ხელს ქირურგიული ჩარევა სჭირდება, ხელის ქირურგთან გაგამისამართებთ.
ეს დიაგნოზი არ არის. ტკივილის ადგილი მხოლოდ მიმართულებას იძლევა, დიაგნოზს კი გასინჯვა და, საჭიროების შემთხვევაში, გამოკვლევა ადგენს.
ჩაწერა კონსულტაციაზეტერფი, კოჭი და ქუსლი
ყველაზე ხშირი მიზეზებია კოჭის ღრძობა, ქუსლის ფასციის ანთება, აქილევსის მყესის გადატვირთვა და ცერის გადახრა. დილის პირველ ნაბიჯებზე ქუსლის ტკივილი ყველაზე ხშირად პლანტარული ფასციიტის ნიშანია. ტრავმის შემდეგ ფეხზე დაყრდნობის შეუძლებლობა რენტგენის მიზეზია.
გაგსინჯავთ, საჭიროების შემთხვევაში რენტგენს დაგინიშნავთ და კონსერვატიული მკურნალობის გეგმას შევადგენთ: ვარჯიში, სწორი ფეხსაცმელი, დატვირთვის შეცვლა, ზოგჯერ ინექცია ექოსკოპიის კონტროლით. თუ ტერფს ქირურგიული ჩარევა სჭირდება, ტერფის ქირურგთან გაგამისამართებთ.
ეს დიაგნოზი არ არის. ტკივილის ადგილი მხოლოდ მიმართულებას იძლევა, დიაგნოზს კი გასინჯვა და, საჭიროების შემთხვევაში, გამოკვლევა ადგენს.
ჩაწერა კონსულტაციაზე
გამოჯანმრთელება დღიდან დღემდე
ყველაზე ხშირი კითხვა კონსულტაციაზე არის „რამდენ ხანში დავდივარ ნორმალურად“. აი, როგორ მიმდინარეობს ჩვეულებრივ.
გადაწყვეტილების შემდეგ
ოპერაცია გადაწყდა
ტკივილი, შებოჭილობა, სიარულის მანერის ცვლილება
ახლა მომზადება იწყება.
ოპერაციის დღე
მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირება
ოპერაცია საშუალოდ საათნახევარი გრძელდება.
პირველად ფეხზე ოპერაციის დღესვე დგებით, რამდენიმე საათში.
პირველი და მეორე დღე
საავადმყოფოში
დადიხართ დამხმარე ჩარჩოთი, ფიზიოთერაპევტთან ერთად და დისტანცია ყოველ დღე იზრდება.
გაწერა ჩვეულებრივ მაქსიმუმ ორ დღეში.
პირველი ორი კვირა
სახლში
იარეთ ხშირად, მოკლე მონაკვეთებით
ორი კვირა
პირველი ვიზიტი კლინიკაში
ნაკერების მოხსნა, ლაბორატორია
თუ პასუხს მკურნალობა სჭირდება, რამდენიმე დღეში საკონტროლო კვლევა ინიშნება.
თვენახევარი
მეორე ვიზიტი და ჩვეული საქმეები
თვენახევრისთვის ხელჯოხი ჩვეულებრივ აღარ გჭირდებათ.
საჭესთან დაბრუნებასაშუალოდ 6 კვირა
სამი და ექვსი თვე
ჩვეული ცხოვრება
ვიზიტი და რენტგენი
პაციენტების უმეტესობა სამი თვისთვის ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება: სიარული, ცურვა, ველოსიპედი.
ერთი წელი და შემდეგ
ახალი სახსრის პირველი წელი
ვიზიტი და რენტგენი
შემდეგ საკონტროლო ვიზიტი ყოველ წელს.
გაასრიალეთ თითი მარჯვნივ და ნახეთ, როგორ იცვლება სიარული.
ეს ვადები ჩვეულებრივი მიმდინარეობისთვისაა და არა დაპირება. ყოველი პაციენტის გამოჯანმრთელება ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ასაკზე, თანმხლებ დაავადებებზე და საწყის მდგომარეობაზე.
ტრენინგი და აღიარება
ბოლო წლებში ჩემი დროის დიდი ნაწილი სწავლას მიდის: ფელოუშიფები აშშ-ში, ვიზიტები ევროპის წამყვან კლინიკებში, კადავერ კურსები და საერთაშორისო კონფერენციები. ეს არ არის სერტიფიკატების შეგროვება. ეს არის ერთადერთი გზა, რომ მეთოდი ისე გააკეთო, როგორც უნდა.
შეეხეთ წერტილს რუკაზე.
2024ფელოუშიფი
Edgewood Surgical Hospital
Transfer, პენსილვანია, აშშ
Dr. Ryan Molli
ფელოუშიფი, 8 კვირა
2025ფელოუშიფი
Landmark Surgical Suites
ლუისვილი, კენტუკი, აშშ
Dr. Jonathan Yerasimides
ფელოუშიფი, 6 კვირა
2026ფელოუშიფი
EAHM Travelling Fellowship
European Anterior Hip Meeting
ევროპის წამყვანი ორთოპედიული ცენტრები
2026ვიზიტი
Schulthess Klinik
ციურიხი, შვეიცარია
Professor Michael Leunig
EAHM ფელოუშიფის ვიზიტი, 1 კვირა
2026ვიზიტი
EOS Clinique du Sport
პარიზი, საფრანგეთი
Dr. Frédéric Laude
EAHM ფელოუშიფის ვიზიტი, 1 კვირა
2026ვიზიტი
Hôpital Erasme
ბრიუსელი, ბელგია
Dr. Marc Jayankura
EAHM ფელოუშიფის ვიზიტი, 1 კვირა
2026ვიზიტი
South West London Elective Orthopaedic Centre (SWLEOC)
ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
Professor Richard Field
EAHM ფელოუშიფის ვიზიტი, 1 კვირა


პაციენტების ისტორიები
ყოველი ვიდეო ერთი კონკრეტული ადამიანის შემთხვევაა და არა სხვა პაციენტისთვის მოსალოდნელი შედეგის მაჩვენებელი. გამოჯანმრთელების ტემპი დამოკიდებულია ასაკზე, სახსრის მდგომარეობაზე, თანმხლებ დაავადებებზე და რეაბილიტაციაზე.
საგანმანათლებლო სერია
ცხრა ვიდეო, თითოეული ერთ კონკრეტულ კითხვაზე პასუხობს. ვრცელი ტექსტი იმავე თემაზე შესაბამის გვერდზეა.
- საიდან იწყება ყველაფერიროგორ ვითარდება ართროზი
- ხშირი აღრევაგანსხვავება ართროზსა და ართრიტს შორის
- რა ხდება, როცა ელოდებიროგორი გავლენა აქვს ორგანიზმზე ტკივილს
- გულახდილი პასუხიშეიძლება თუ არა ართროზის განკურნება
- მკურნალობის საფეხურებიროგორი გავლენა აქვს მკურნალობას ართროზის დროს
- რას აღწევს კონსერვატიული გზარა გავლენა აქვს კონსერვატიულ მკურნალობას ართროზულ სახსარზე
- მოძრაობა, როგორც მკურნალობავარჯიშისა და რეაბილიტაციის გავლენა ართროზულ სახსარზე
- როდის ხდება ტკივილი ჩვენებაროდის ხდება სახსრის ჩანაცვლება საჭირო
- რისგან შედგება იმპლანტიპროთეზის ტიპები
ჩაწერა და კონტაქტი
აირჩიეთ თავისუფალი დღე და საათი კალენდარში, დარეკეთ ან მოგვწერეთ WhatsApp-ით.
ვარ თუ არა კანდიდატი?
თუ დარწმუნებული არ ხართ, გჭირდებათ თუ არა ოპერაცია, დაიწყეთ კონსულტაციით. კონსულტაციაზე ვნახავთ რენტგენს და გავარკვევთ, რა ეტაპზეა სახსარი. ბოლოს ერთად გადავწყვეტთ, რა არის შემდეგი ნაბიჯი: კონსერვატიული მკურნალობა, დამატებითი გამოკვლევა თუ ოპერაცია.
ონლაინ ვერცერთი კითხვარი ვერ ცვლის ექიმის კონსულტაციას და ვერ სვამს დიაგნოზს.
უახლოესი თავისუფალი დრო
სხვა დრორენტგენის სურათი გამომიგზავნეთ WhatsApp-ით ამ ნომერზე. საიტზე ფაილის ატვირთვა შეგნებულად არ კეთდება. სამედიცინო გამოსახულება განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემია.
მისამართი
BAU International Hospital
პ.ბაგრატიონის ქუჩა N143, ბათუმირუკაზე ნახვამიღების საათები
ორშაბათიდან პარასკევამდე, 12:00-დან 17:00-მდე
სახსრებზე მოკლედ, სოციალურ ქსელებში
მოკლე ვიდეოები, რჩევები და პასუხები პაციენტების კითხვებზე. აირჩიეთ ქსელი, რომელიც თქვენთვის მოსახერხებელია.












